ჩვენ შესახებ მათემატიკური პროექტები სიახლეები ღონისძიებები განათლება ონლაინ რესურსები კონტაქტი

MathGeAr პროექტი

TEMPUS-ის MathGeAr პროექტი: მათემატიკის კურიკულუმების (სასწავლო პროგრამების) მოდერნიზება ინჟინერიის და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისთვის სამხრეთ კავკასიის უნივერსიტეტებში, თანამედროვე საგანმანათლებლო ტექნოლოგიების დანერგვით.

MathGeAr პროექტის მთვარ მიზანს წარმოადგენს გააუმჯობესოს სწავლების ხარისხი მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინჟინერიის და მათემატიკის (STEM) სფეროში საქართველოს და სომხეთის უნივერსიტეტებში, მათემატიკის კურიკულუმის (სასწავლო პროგრამის) მოდერნიზებით და გაუმჯობესებით.

პროექტის კონკრეტული მიზნები:

•განახორციელოს შედარებითი ანალიზი ეროვნული მათემატიკის კურიკულუმის (სასწავლო პროგრამების) საინჟინრო და სამეცნიერო პროგრამებისთვის, რათა ბოლონიის პრინციპების შესაბამისად განისაზღვროს სტრუქტურული გაუმჯობესების რეკომენდაციები. ტექნოლოგიურად გაღრმავებული სასწავლო (TEL) ინსტრუმენტების დანერგვისთვის შესაფერისი სფეროების იდენტიფიცირება.

•მოახდინოს მათემატიკისა და სტატისტიკის პროგრამის მოდერნიზება, საინჟინრო და სამეცნიერო სწავლებების შერჩეული მიმართულებისთვის. შეირჩეს მოდერნიზირებისთვის საჭირო მათემატიკის და სტატისტიკის დისტანციური (eLearning) სწავლების შინაარსი.

•მოხდეს ევროპული TEL ინსტრუმენტების ლოკალიზება პარტნიორი უნივერსიტეტებისთვის, მათ შორის TEL შინაარსის ლოკალიზაცია.  გაიზარდოს ქმედუნარიანობა ადგილობრივ უნივერსიტეტებში მათემატიკის ტექნოლოგიურად გაღრმავებული სწავლების ეფექტურად დანერგვისა და განვითარებისთვის.

•დაინერგოს საპილოტე გამოცდილება, იმისათვის რომ აკადემიურ პროცესი პრაქტიკულად იქნას გამოყენებული  მოდერნიზებული სასწავლო პროგრამები. შეფასდეს ახალი სასწავლო პროგრამების გავლენა სწავლების ხარისხზე მათემატიკასა და სტატისტიკაში, ისევე როგორც ზოგადი ინჟინერიისა და სამეცნიერო სწავლების ხარისხი.

•განავრცოს პროექტის შედეგები.