Math-Bridge არის მათემატიკის კურსების ონლაინ დამაკავშირებელი დისტანციური სწავლების პირველი ევროპული პლატფორმა. იგი შემუშავებულია შვიდი ქვეყნის, ცხრა უნივერსიტეტის ერთობლივი ძალისხმევით. Math-Bridge საშუალებას აძლევს მასწავლებლებს და მოსწავლეებს იურთიერთონ ათასობით მათემატიკურ სასწავლო თემაზე, რომელიც ხელმისაწვდომია 7 ენაზე. Math-Bridge-ის მომხმარებლებს შეუძლიათ შეარჩიონ წინასწარ განსაზღვრულიდან ერთი კურსი, შექმნან საკუთარი კურსები ან გამოიყენონ ადაპტირებული კურსის გენერაციის ხერხი.
Moodle სისტემა
Moodle არის მოსახერხებელი ღია-კოდის მქონე სასწავლო პლატფორმა, სრულყოფილი, მორგებადი და უსაფრთხო სასწავლო მართვის მახასიათებლებით, პირადი ვებ-გვერდის შესაქმნელად, რომელიც მოიცავს დინამიურ კურსებს, განავრცობს ელექტრონულ სწავლებას ონლაინ ტექნოლოგიის მეშვეობით. აერთიანებს მომხმარებლებს საკომუნიკაციო ცენტრში, თანამშრომლობისა და სწავლებისათვის, პროგრამით რომელსაც ენდობა მილიონობით ადამიანი მთელს მსოფლიოში.