ჩვენ შესახებ მათემატიკური პროექტები სიახლეები ღონისძიებები განათლება ონლაინ რესურსები კონტაქტი

განათლების საერთაშორისო ცენტრი ახალ სასტიპენდიო პროგრამას აცხადებს



განათლების საერთაშორისო ცენტრი აცხადებს ახალ სასტიპენდიო პროგრამას - „სამაგისტრო პროგრამა საფრანგეთში 2016-2017“. პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული საქართველოს ოცამდე მოქალაქის სწავლას საფრანგეთში სამაგისტრო პროგრამებზე საქართველოსა და საფრანგეთის მთავრობები ერთობლივად დააფინანსებენ. სასტიპენდიო პროგრამის „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2016-2017“ მიზანია საშუალება მისცეს საქართველოს ახალგაზრდობას საფრანგეთში მიიღოს საერთაშორისოდ აღიარებული აკადემიური მაგისტრის ხარისხი როგორც ფრანგულენოვან, ასევე ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამებზე. სწავლის დასრულების შემდგომ კურსდამთავრებულები საქართველოში დაბრუნდებიან და შესაბამის სფეროში 3 წლამდე ვადით განაგრძობენ მოღვაწეობას. პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული პრიორიტეტული მიმართულებები/სპეციალობებია: აგრარული მეცნიერებანი; განათლება; ინჟინერია; მეცნიერება/საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი; სოციალური მეცნიერებები; ჰუმანიტარული მეცნიერებანი; სამართალი; არქიტექტურა; საჯარო მმართველობა; მენეჯმენტი. კონკურსში გამარჯვებული პირი დამოუკიდებლად აწარმოებს ჩარიცხვის პროცედურებს საფრანგეთში, მისთვის სასურველ უნივერსიტეტში/ებში პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულად განსაზღვრული მიმართულების/სპეციალობის სამაგისტრო პროგრამაზე. განაცხადების წარმოდგენის ვადაა 11 იანვრიდან - 11 თებერვლის ჩათვლით (19:00 სთ), 2016. დაინტერესებული პირები განაცხადს და შესაბამის დოკუმენტაციას წარმოადგენენ ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ელექტრონული სარეგისტარციო ფორმის მეშვეობით https://app.iec.gov.ge/ (ვრცლად: http://ick.ge/rubrics/education/25176-i.html )


უკან